
გოგებაშვილის ქუჩის გახმაურებული მკვლელობიდან 24 საათის შემდეგ ყველა კითხვა ისევ პასუხგაუცემელია.
კაფე ლა ვერეს წინ გიჩო მარგველაშვილი ტელეფონზე საუბრობს, რამდენიმე წამში გადაჭრილი სანადირო თოფიდან საბა გახოკია მას დამიზნებით ფეხებში ორჯერ ესვრის რაც ბადებს განცდას რომ გახოკიას მარგველაშვილის მკვლელობა განზრახული არ ჰქონდა, სროლის შემდეგ ტრიალდება და ტერიტორიას ტოვებს, ამ დროს მარგველაშვილის ნათესავის პირადი მცველი კახა კამლაძე, იარაღს სპეციალური ჩანთიდან იღებს, ისვრის გახოკიას მისამართით გახოკია ეცემა, ცდილობს პისტოლეტის ჯიბიდან ამოღებას რა დროსაც კამლაძე მჭიდს აცლის, შედეგად საბა გახოკია ადგილზე კვდება.
მომხდარიდან რამდენიმე საათში სპეციალური საგამოძიებო სამსახური ბრიფინგს მართავს, გვამცნობს რომ დააკავეს დაჭრილი გიჩო მარგველაშვილის ნათესავის პირადი მცველი კახა კამლაძე, რომელსაც განზრახ მკვლელობას და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო ტარებას ედავებიან
საგამოძიებო სამსახური ამტკიცებს რომ კამლაძე იარაღს კანონის დარღვევით ატარებდა მეტი ინფორმაცია საგამოძიებო სამსახურმა არ განმარტა, თუმცა "მთავართან" ისაუბრა დაკავებულის ადვოკატმა. დაცვის პოლიციის ინსპექტორი კამლაძე ბრალს არ აღიარებს, ამბობს რომ აუცილებელი მოგერიება იყო გასროლამდე თავდამსხმელი გააფრთხილა და იარაღის ტარების უფლებაც ჰქონდა,რაც შეეხება გიჩო მარგველაშვილს- მკვლელობაში ბრალდებული ამტკიცებს რომ უკვე რამდენიმე თვეა მარგველაშვილის პირადი მცველია.
დაკავებულის ეს პოზიცია საქმეს სრულიად თავდაყირა აყენებს, ერთადერთი პირი ვინც გოგებაშვილის ქუჩის მკვლელობის საქმეზე ყველაფერი იცის გიჩო მარგველაშვილია, მან უნდა თქვას რა გახდა ორმხრივი სროლის მოტივი, "მთავარის" ინფორმაციით მარგველაშვილი და გახოკია წლებია დაპირისპირებული არიან და ფიზიკური შეკამათება მათ შორის არაერთხელ მომხდარა, წლობით გაგრძელებული მტრობა კი ასე დასრულდა, მარგველაშვილი რომელმაც ყველაფერი იცის ახლა ხეჩინაშვილის კლინიკაში რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება და ექიმები მის გადარჩენას ცდილობენ.ოჯახი კი დეტალებზე არ საუბრობს.
მკვლელობიდან რამდენიმე წუთში მოტივის რამდენიმე ვერსია გაჟღერდა მათ შორის ბიზნეს და ფინანსური დავები, ამ ვერსიას დაპირისპირებული პირების ოჯახის წევრები პირად საუბრებში კატეგორიულად უარყოფენ, ამბობენ რომ არც ბიზნესი და არც ფინანსები არ გამხდარა სასტიკი მკვლელობის მიზეზი.საჯაროდ კი არცერთი არ საუბრობს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით მოკლული საბა გახოკია და დაჭრილი გიჩო მარგველაშვილი კრიმინალური ავტორიტეტები არიან, მათ შორის არსებულ დაპირისპირებას და 90-იანების სტილით ქალაქის ცენტრში ორმხრივ სროლას კიდევ ერთი პირის ჯანმრთელობის დაზიანება მოჰყვა, ამის შემდეგ მინისტრი გომელაური ამტკიცებს, რომ კრიმინალი არ გაზრდილა და ამას მედია იგონებს
რა მოხდა ქალაქის ცენტრში, რა გახდა დაპირისპირების მიზეზი და რას იზამს გამოძიება დაკავებული პირადი დაცვის კახა კამლაძის სკანდალური განცხადების შემდეგ უცნობია, ახლა ყველა კითხვაზე პასუხი გიჩო მარგველაშვილმა უნდა გასცეს რომელიც ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში რჩება.