საქართველოში კორონავირუსის 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 8 ადამიანი

გამოქვეყნდა:

StopCoV.ge-ს მონაცემების მიხედვით, 2 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 6 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 8 ადამიანი გამოჯანმრთელდა.

ბოლო მონაცემებით საქართველოში:

  • კორონავირუსის ინფიცირებულია - 1 177 ადამიანი;
  • გამოჯანმრთელებულია - 955;
  • მათ შორის გარდაცვლილია - 17;
  • კარანტინის რეჟიმში რჩება - 6 969;
  • სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 285,  მათ შორის საქართველოში სამკურნალოდ გადმოყვანილია - 41 პაციენტი.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა კი 18 მილიონს გადააჭარბა.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი