ინციდენტი თბილისში - სატვირთო ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა

გამოქვეყნდა:

თბილისში, რჩეულიშვილის 35 ნომერში, სატვირთო ავტომობილი საცხოვრებელ სახლში შევარდა.

ტრაილერის მძროლმა, სავარაუდოდ, საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა დაუგორდა, რომელიც ჯერ მსუბუქ ავტომანქანას დაეჯახა, შემდეგ კი საცხოვრებელ სახლში შევარდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველთა ჯგუფი. ტრაილერის მძროლი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს, მომხდარზე კი გამოძიება დაიწყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი