
ფოთის რაიონული სასმართლო სამხედრო მოსამსახურის აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.
24 წლის მანუელ ლატარიას საკუთარი მამიდაშვილი 15 წლის არასრულწლოვანი გოგონა სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს.
დაკავებულის ადვოკატი ბრალდებულის სასამართლო დარბაზიდან გათავისუფლებას ითხოვს. მისი თქმით, არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დაკავებულის ოჯახი გოგონას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე საუბრობს და საქმეში ექსპერტ-ფსიქოლოგების ჩართვას ითხოვს.
ავტორი: ემა გოგოხია