საქალაქოში ხვალ მარტის აქციების მონაწილეების სხდომები გაიმართება | პროცესის პარალელურად, ჩანიშნულია აქცია

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტების საქმეების განხილვა ხვალ, 8 მაისს განახლდება. 11:00 საათზე სასამართლო ლაზარე გრიგორიადისისა და კოკა  კობალაძის საქმეებზე იმსჯელებს. 

პროცესზე ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატი დამატებით მტკიცებულებებს წარადგენს, ვიდეო მტკიცებულებების წარდგენას აპირებს კობალაძის უფლებადამცველიც. 

კობალაძეს ბრალდება პოლიციელისთვის სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენებას ედავება, ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს და ამბობს, რომ სამართალდამცველის მხრიდან მის მიმართ უფლებამოსილების გადამეტებას ჰქონდა ადგილი.

"ახალგაზრდებთან ბრძოლა არასდროს მოუგია ხელისუფლებას. ვიმედოვნებ, რომ ჩვენ მიერ წარდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც სასამართლოს აქვს ვიდეოკადრების სახით, რომელშიც ჩანს ჩემს მიმართ უფლებამოსილების გადამეტება, ამას მოსამართლე მიიღებს მხედველობაში და მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას, თუმცა ფაქტია, რომ ხელისუფლება ეწევა ახალგაზრდების დემონიზებას და აქტიურად ახორციელებს ამ კამპანიას", - თქვა თორნიკე კოპალაძემ.

დანაშაულს არ აღიარებს არც ლაზარე გრიგორიადისი.

აქტივისტების პროცესის პარალელურად, საქალაქოს ეზოში აქცია გაიმართება. საზოგადოება სამოქალაქო აქტივისტებს მხარდაჭერას გამოუცხადებენ და კიდევ ერთხელ მოითხოვენ ლაზარე გრიგორიადისის გათავისუფლებას.

"ჩვენ, მე, ლაზარეს ოჯახმა, დავინახეთ, რომ ამ პროცესში ბევრი ახალგაზრდაა ჩართული, დღესაც ვაპირებთ შეხვედრას, გასაუბრებას ხვალინდელი დღისთვის. ხვალაც შევიკრიბებით სასამართლოს ეზოში და კიდევ ერთხელ გავაგონებთ ჩვენ ხმას, რომ არც ლაზარეა მარტო და არც არავინ", - თქვა თორნიკე აკოფაშვილმა.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი