ესპანეთში საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილი იპოვეს - ოჯახი მკვლელობაზე საუბრობს

გამოქვეყნდა:

ესპანეთში, ქალაქ ვალენსიაში,  საქართველოს მოქალაქე, 23 წლის ქალი გარდაცვლილი ნახეს. ის მეუღლემ ქალაქის ერთ ერთ პარკში იპოვა. ოჯახი ვარაუდობს, რომ ქალი მოკლულია.

მათი ინფორმაციით, ახალგაზრდა ქალი გარკვეული ოდენობის თანხის დაკარგვის გამო, პოლიციაში საჩივრის შეტანას აპირებდა, რის გამოც სავარაუდოდ ქურდი დაემუქრა. ეს ორი ფაქტი ერთმანეთს დროში ემთხვევა, რაც ოჯახს მკვლელობის ეჭვს კიდევ უფრო უმძაფრებს

ქალი 3 თვის ორსული იყო და ვალენსიაში მოხუცის მომვლელად მუშაობდა. ის წარმოშობით თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურადანაა.

დაკავებული არავინ არის. ოჯახი ექსპერტიზის დასკვნას და გარდაცვლილის გადმოსვენებას ელოდება.

ავტორი: ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი