პირი, რომელმაც ვაკის პარკში უკრაინის დროშა ჩამოხია "ალტ-ინფოს" წევრი, ვასილ გოგალაძეა

გამოქვეყნდა:

ცნობილია იმ პირის ვინაობა, რომელმაც გუშინ, ვაკის პარკში, უკრაინის დროშა ჩამოხია და დახია. კაცმა სოციალურ ქსელში ვიდეო თავად გაავრცელა, თუმცა ის ამ დროისთვის აღარ იძებნება. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, აღნიშნული პირი "ალტ-ინფოს" წევრი, ვასილ გოგალაძეა, რომელიც პრორუსულ და ანტიუკრაინულ განცხადებებს სოციალურ ქსელში ხშირად ავრცელებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ის გამოკითხვაზე, ჩვენი ინფორმაციით, ჯერ არ დაუბარებია.

გოგალაძე სხვებსაც მოუწოდებდა, რომ უკრაინის დროშები თავადაც ჩამოეხიათ. 2018 წელს გოგალაძე მაშინდელი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას გინების გამო დააკავეს. ჩვენთვის უცნობია მან სასჯელი მოიხადა თუ გირაოთი გათავისუფლდა.

"აბსოლუტურად მიუღებელი სიტუაციაა ჩვენი უკრაინული სიმბოლიკის შებღალვასთან დაკავშირებით, ჩვენ შევატყობინეთ ამის შესახებ უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს და ვითანამშრომლებთ საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებთან, რათა ეს ინციდენტი გამოძიებული იყოს და დამნაშავეები დაისაჯონ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად", - თქვა ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრეი კასიანოვმა.

ვაკის პარკის დაცვის თანამშრომლებმა უკრაინის დროშა ადგილზე უკვე დააბრუნეს.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი