პაატა ბურჭულაძე POSTV-ის წინააღმდეგ - მსოფლიო ბანი ტელევიზიასა და შალვა რამიშვილის ცილისწამებისთვის უჩივის

გამოქვეყნდა:

პაატა ბურჭულაძე POSTV-ის წინააღმდეგ - მსოფლიო ბანი ტელეკომპანიასა და მის დამფუძნებელს ცილისწამებისთვის უჩივის. სარჩელი ადვოკატმა, მიხეილ რამიშვილმა საქალაქო სასამართლოში დღეს შეიტანა.

საუბარია 10 და 12 აპრილს ტელეკომპანიის ეთერში, შალვა რამიშვილის მიერ მისივე გადაცემაში გაკეთებულ განცხადებებზე, რომლითაც ბურჭულაძე ფონდ იავნანაში საქმიანობისას თაღლითობასა და ფულის მითვისებაში დაადანაშაულა.

"როდესაც ადამიანს ცილს სწამებ და ცილისწამებასთან ერთად დანაშაულს აბრალებ ეს არის უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევა. აქედან გამომდინარე, ჩვენ ვითხოვთ, ის ინფორმაცია, რომელიც მან საჯაროდ გააკეთა, იყოს უარყოფილი მის მიერ და შესაბამისად, მორალური ზიანი, რაც მიაყენა მან პაატა ბურჭულაძეს, იყოს გარკვეული თანხა, დაეკისროს როგორც შალვა რამიშვილის, ასევე, ტელეკომპანია პოსტივის, რომელი თანხაც გამოყენებული იქნება ქველმოქმედებისთვის", - თქვა მიხეილ რამიშვილმლა. 

მისივე თქმით, გენერალურ პროკურატურას წერილობით მიმართა თუ რა ეტაპზე იყო 2017 წლიდან დაწყებული გამოძიება ფონდ იავნანასთან დაკავშირებით, რაზეც პასუხი დღემდე არ მიუღია. იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი