სამეგრელოში კაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან

გამოქვეყნდა:

ძალადობის შემზარავი ფაქტი სამეგრელოში. წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში კაცს მე-8 კლასელი შვილის გაუპატიურებას ედავებიან. სავარაუდო მსხვერპლიც და სავარაუდო მოძალადეც განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირია. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, 14 წლის გოგო დედასთან ერთად პოლიციის ერთ-ერთ განყოფილებაში იმყოფება და ჩვენებას აძლევს. მამის ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია.

ბავშვს ათქმევინეს გუშინ, ბიძამისიც, ბიცოლაც ყველა იქ იყო.. მამის მხარე... დაკითხავენ და შემდეგ მიჰყავთ ქუთაისში, [ექსპერტიზაზე], - ამბობს პირი, რომლის იდენტიფიცირებასაც შეგნებულად არ ვახდენთ.

ან წუთებში მოზარდის დაკითხვა მიმდინარეობს, რომელსაც მშობელი და სოც.მუშაკი ესწრებიან. საქმეს წალენჯიხის პოლიცია იძიებს. დაკითხვის შემდეგ მოზარდს ექსპერტიზაზე გადაიყვანენ. 

ავტორი: ემა გოგოხია

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი