სისხლიანი გარჩევა ბოლნისის სტადიონზე | მომხდარის დეტალები და ვერსიები

გამოქვეყნდა:

სისხლიანი ანგარიშსწორება ბოლნისის სტადიონზე. დავით რეხვიაშვილი ადილობრივებმა ქალაქის შესასვლელთან მომაკვდავი იპოვეს. მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობა სიცოცხლესთან შეუთავსებელი აღმოჩნდა. რეხვიაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს.

ერთ-ერთი ვერსიით, რეხვიაშვილსა და ბრალდებულს შორის წარსულში მძიმე დაპირისპირება მოხდა. თავდასხმის წინ კი მათ შორის სტადიონზე კიდევ ერთი კონფლიქტი განვითარდა. ბრალდებულმა, რომელიც წარსულში ნასამართლევია, კონფლიქტის ადგილი დატოვა და შემდეგ სტადიონზე შეიარაღებული დაბრუნდა. 

"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბრალდებული შსს-მ უკვე დააკავა, თუმცა უწყებას ოფიციალური განცხადება ჯერჯერობით არ გაუვრცელებია.

ავტორი: საბა ბუაძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი