თბილისში გოგი თოფაძის შვილიშვილი დაჭრეს

გამოქვეყნდა:

მორიგი დაპირისპირება თბილისში.  "მთავარის" ინფორმაციით, დაჭრილია გოგი თოფაძის შვილიშვილი და კიდევ ერთი პირი. ორივე მათგანი ხეჩინაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება და მათი მდგომარეობა მძიმეა.  გოგი თოფაძის შვილიშვილს ოპერაცია უტარდება. კლინიკის ექიმები განმარტებას არ აკეთებენ.

"მთავარის" ინფორმაციით, ლევან თოფაძე, ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილმა დაჭრა.

შვილიშვილის დაჭრის ფაქტს ადასტურებს გოგი თოფაძეც და ამბობს, რომ ახალგაზრდას ჭრილობები დანით აქვს მიყენებული.

"ჯერ კიდევ არ ვიცით გადარჩება თუ არა. ოთხი დანა დაარტყა,  შემოვარდა იმასავით....
ახლა ვართ საავადმყოფოში და შეიძლება კიდე დასჭირდეს ოპერაცია. ის კაცი ნასვამი იყო და არ ვიცი ვიღაცა მოსწონდა, თუ ვიღაცა სხვა ქალი ჰყავდა...მე არ ვიცი, არც ვიცნობ იმას, მაგრამ ვიცი, რომ ადრეც არაერთი კაცი დაუჭრია და პოლიციამაც იცის, რომ ასეთი უბედურებების გამკეთებელია", - ა
მბობს გოგი თოფაძე "მთავართან" სატელეფონო საუბარში.

"მთავარის" ინფორმაციით, დაპირისპირება გამთენიისას, სავარაუდოდ ლისზე მოხდა. კომენტარი ჯერჯერობით არ გაუკეთებია არც შსს-ს. 

"მთავარი არხი" თემაზე მუშაობს და  ინფორმაციას განახლებისთანავე შემოგთავაზებთ. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი