მამიდაშვილის გაუპატიურების ბრალდებით დაკავებულს ფოთის საქალაქო სასამართლომ აღკვეთი ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა და პროკურორის შუამდგომლობა სრულად დააკმაყოფილა
ბრალდებულის ადვოკატი კი თვლის, რომ საქმეში არ არსებობდა შესაბამისი მტკიცებულებები პატიმრობის გამოყენებისთვის.
24 წლის ახალგაზრდას ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას უსამართლოს უწოდებს და მის გასაჩივრებას არ გამორიცხავს.
მანუელ ლატარიას მამიდაშვილი, 15 წლის გოგო სექსუალურ ძალადობაში ადანაშაულებს. დაკავებულის ადვოკატი ამბობს, რომ არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომლის მიხედვითაც არასრულწლოვანს ძალადობის კვალი არ აღენიშნება. დაკავებულის ოჯახი გოგონას ფსიქიკურ ჯანმრთელობაზეც საუბრობს და საქმეში ექსპერტ-ფსიქოლოგების ჩართვას ითხოვს.