გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული ერთ-ერთი არასრულწლოვანის ოჯახი დაღუპული ფეხბურთელის დედასთან შეხვედრას მოითხოვს. ბრალდებულის მამა დარწმუნებულია, რომ გამოძიება არასწორი მიმართულებით მიმდინარეობს და სურს, შვილმკვდარ ოჯახს გარკვეული ინფორმაცია მიაწოდოს.
ბრალდებულის მამა და ბაბუა შაქარაშვილის ბიძას, მირიან ნიკოლაძეს სიცრუეში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ ის სიმართლეს მალავს და მხოლოდ პოლიტიკური ინტერესები ამოძრავებს.
"მთავარი" მირიან ნიკოლაძეს დაუკავშირდა, რათა გაერკვია, აპირებს თუ არა ბრალდებულის მამასთან შეხვედრას. მისი თქმით, ამის საჭიროებას ამ ეტაპზე ვერ ხედავს.
შეგახსენებთ, რომ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაზე არასრულწლოვანი ბრალდებულის საქმის განხილვა მცხეთის რაიონულ სასამართლოში 5 აგვისტოს არის ჩანიშნული.