ოზურგეთის რაიონში 45 წლის კაცმა, სავარაუდოდ, მეზობლის, 34 ქალის გაუპატიურება სცადა.
არსებული ინფორმაციით, კაცმა ქალი საკუთარ სახლში შეიტყუა, თუმცა ქალმა გაქცევა მოახერხა, რა დროსაც დაზიანებები მიიღო.
შსს-მ მომხდარზე გამოძიება დაიწყო. სავარაუდო მოძალადე მიმალვაშია და მას პოლიცია ეძებს.
ავტორი: ლადო მენაბდე