მამის მხრიდან სავარაუდო ძალადობაზე, დედამ შვილის წერილიდან შეიტყო - სამეგრეოში მომხდარის დეტალები

გამოქვეყნდა:

წალენჯიხაში არასრულწლოვან გოგოზე სავარაუდო ძალადობის ფაქტზე დაკავებული მამა და მეზობელი სამხარეო პოლიციის შენობაში არიან გადაყვანილი. 

როგორც ირკვევა, ისინი არასრულწლოვან გოგოზე სავარაუდოდ რამდენიმე წლის განმავლობაში ძალადობდნენ. ამის შესახებ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც მოზარდის დედამ მისი წერილი იპოვა, სადაც იგი სავარაუდო ძალადობის ფაქტზე და სუიციდის მცდელობაზე წერდა. 
 
მოზარდს უკვე ჩაუტარდა ექსპერტიზა. 

როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურების და წინასწარი შეცნობით ოჯახის არასრულწლოვანი წევრის გაუპატიურების ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და 11 პრიმა 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს.

დანაშაულები 15-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ავტორი: ემა გოგოხია
 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი