
სენაკში სამშენებლო მასალების ბაზა დააყაჩაღეს. შემთხვევა დაახლოებით დღის 4 საათზე მოხდა. ობიექტზე ნიღბიანი შეიარაღებული პირები შეიჭრნენ და არსებული ინფორმაციით, 30 000 ლარამდე თანხა წაიღეს. ცნობილია, რომ ისინი მანქანით გადაადგილდებოდნენ, ჯერჯერობით დაკავებული არავინაა. შემთხვევის ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობდნენ. მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
შეიარაღებულმა თავდამსხმელი ობიექტზე იმ დროს შეიჭრა, როდესაც მოლარე მარტო იმყოფებოდა და იარაღის მუქარით თანხა გასტაცა.
ტერიტორიაზე დამონტაჟებული არაა სათვალთვალო კამერები, რის გამოც დამნაშავეების იდენტიფიცირება ვერ ხერხდება. სავარაუდო დამნაშავეს ვერ მოლარე აღწერს, რადგან ის ნიღბით მოქმედებდა.
ავტორი: ემა გოგოხი