"მთავარი არხის" მიერ ბოლოს აღმოჩენილი მომწმე, რომელმაც თამარ ბაჩალიაშვილი 18 ივლისს შენიშნა, მაწევანიდანაა. ამის შემდეგ ის აღარვის უნახავს. მამა გვიყვება, რომ თამარს არ უყვარდა სოფელში დიდხანს გაჩერება, შეხვედრებისთვის ყოველთვის წინასწარ ემზადებოდა, გულისყურით მუშაობდა და სავარაუდო შეხვედრებისთვისაც კომფორტულ, ხალხმრავალ ადგილებს არჩევდა. ადვოკატთან ერთად, გადავწყვიტეთ მაწევანსა და გოლეთთან 5-7 კილომეტრის დაშოებით მოგვეძებნა ისეთი ადგილი, რომელიც შესაძლოა, თამარს შეხვედრისთვის შეერჩია. Google Maps-ზე გადავამოწმეთ, სად არის ამ სოფლებთან ახლოს ისეთი დაწესებულება, სადაც მამის მონაყოლის მიხედვით, თამარს შეეძლო შეხვედრა დაენიშნა და ადვოკატთან ერთად, შაბათს, დღის პირველ საათზე გავემგზავრეთ.
ხაიში, წინწყარო, გოლთეთი, მაწევანი - ყველა ის ლოკაცია გავიარეთ, სადაც თამარი ბოლოს ნახეს. ბოლო ვიდეომტკიცებულება ხაიშთან გვხვდება, თუმცა ამ კამერაში თამარი წინ მოძრაობს, უკან აღარ ბრუნდება. თუკი თამარმა მაწევანიც გაიარა, აქ საქმისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი სამხილი, შესაძლოა, მაწევანის გასასვლელთან დამონტაჟებული ჭკვიანი კამერა გახდეს. კამერებს ვხვდებით ფარცხისის გზაზეც. ამ ტერიტორიაზე ერთადერთი ადგილი, რომელიც, შესაძლოა, კონსპირაციული შეხვედრისთვის გამოდგეს და ბევრი ხალხი ირევა, ამ ადგილებში სასტუმრო-რესტორანი "ადმირალია". ჩვენ "ადმირალისკენ" მივდივართ. ამონაწერიდან ირკვევა, რომ რესტორანი უცხო ქვეყნის მოქალაქეს სერგეი პანჩენკოს ეკუთვნის. ადვოკატი გამომძიებელთან რეკავს და ამ აღმოჩენის შესახებ უყვება.
დღეს, ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი უკვე ოჯახთან ერთად მიდის პროკურატურაში და "ადმირალის" კამერებით დაინტერესებას ოფიციალურად ითხოვს.
დავუბრუნდეთ გუშინდელ დღეს, თუკი თამარმა გაიარა მაწევანი და ადმირალისკენ წავიდა კამერები ამას აუცილებლად გადაიღებდნენ. ჩნდება კითხვა - ვინმემ ან რაიმე გარემოებამ ვიდეომასალა კამერიდან, ხომ არ გააქრო. პირად საუბარში გვეუბნებიან, რომ 21-ში გვიან ღამით, მაშინ, როცა 22 თენდებოდა აქ შუქი გამოირთო. ინფორმაციის გადასამოწმებლად "მთავარი" ისევ უკან დაბრუნდა, რათა გადავამოწმოთ გამოირთო თუ არა შუქი ცენტრალურ გზაზე იქ სადაც კამერებია, ყველაზე მნშვნელოვანი კი სოფელი მაწევანი და აბულიანია. მაწევანში გვიდასტურებენ, რომ შუქი მართლაც გამოირთო 21 საღამოს და დილით მოვიდა. ინფრომაცია მაინც გადავამოწმეთ იქვე სოფელ აბულიანშიც.
ჩნდება ეჭვი, რომ შესაძლოა გამოძიებიდან უკვალოდ გაქრეს ყველაზე მთავარი სამხილი, მაწევანიდან ფარცხისის გავლით, "ადმირალისკენ" მიმავალი გზაზე და სასტუმრო-რესტორნის კამერებზე ასახული ვიდეომასალა, რადგან ადგილობრივების განცხადებით, იქ მთელი ღამის განმავლობაში დენი არ იყო. თუკი დენი გაითიშა და კამერამ ათვლა ახალი რიცხვით დაიწყო, შესაძლოა გამოძიება ისევ მხოლოდ ხაიშის კამერის ამარა დარჩეს, სადაც თამარ ბაჩალიაშვილის მანქანა მხოლოდ ერთხელ ჩანს და ისიც მაწევნის მიმართულებით მიმავალი. ინფორმაცია "ენერგო-პრო ჯორჯიაში" გადავამოწმეთ, სადაც ადასტურებენ, რომ იმ ღამით მართლაც შეწყდა დენის მიწოდება ორჯერ. მაგრამ მხოლოდ 3-3 წუთით და არა რამდენიმე საათით. თუკი "ჰიუნდაის" ტიპის ავტომობილი იქ გადაადგილდება, ესეიგი თამარი ვიღაცასთან შესახვედრად მართლაც წავიდა. გასათავლსიწინებელია ის დეტალიც, რომ დედის მონათხრობიდან ვიგებთ, თამუნამ საუკეთესო მეგობარს ორი დღით კონტაქტისგან თავის შეკავება სთხოვა.
გამოძიება საეჭვოდ დუმს, უკვე მეცამეტე დღეს, ჩვენ ისევ არ ვიცით და არ გვინახავს კამერის ჩანაწერები, რატომ ჭიანურდება საქმე და ვის აწყობს პროცესების მსგავსი სახით განვითარება, საზოგადოებაში ეჭვები პირველ რიგში სამართალდამცავი ორგანოების მიმართ ჩნდება. გიორგი შაქარაშვილის შემთხევავში კამერების ჩანაწერები პროკურატურამ ბევრად უფრო რთულ დიაპაზონზე, უფრო სწრაფად გაასაჯაროვა, რისი საშუალებითაც სურათის აღდგენა დაახლოებით მაინც შევძელით. ამ შემთხევავში რატომ, რა მიზეზებით ვერ ხერხდება ბაჩალიაშვილის გადაადგილების სურათის აღდგენა. ვინ უშლის ამ პროცესებს ხელს, მაშინ, როცა პრემიერმა უკვე ორჯერ მოუწოდა გამოძიებას გამჭვირვალობისკენ. პროცესები არა თუ გამჭვირვალე არამედ კიდევ უფრო ბურუსით მოცული ხდება.
სწორედ ეს კამერა გასცემდა პასუხს ყველა კითვაზე, სად წავიდა თამარი თუკი მართლა გაიარა მაწევანი და როდის დაბრუნდა უკან. ეს ინფორმაცია ექსპერტებს დაეხმარებოდა.
თამარის ირგვლივ კვლავ რჩება სხვა პასუხგაუცემელი კითხვები - რას აკეთებდა სახლში სამსახურს მიღმა ისეთს, რომ აღარ რჩებოდა დრო სამსახურისთვის. რის გამოც საბოლოოდ, ის კომპანია ZAG წასვლასაც გეგმავდა. ან ბოლოს და ბოლოს ვინ იყო თამარი? საზოგადოებას ხშირად ერევა ტექნიკური ტერმინოლოგია-თავიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ ის იყო კიბერუსაფრთხოების სპეციალისტი, თუმცა რეალურად თამარი არასდროს მუშაობდა მსგავსი პროფესიით. ის უბრალოდ ვებ-დეველოპერი იყო. თამარს საერთო არ ჰქონია პროფესიულად კიბერდაზვერვასთან, კარგი პროგრამისტობა და დეველოპერობა აპრიორი არ ნიშნავს ამ სფეროში იყო კარგი პენტესტერი.
თუკი თამარის წაშლილ Facebook-ს გავიხსენებთ და მისი პროფაილის დინამიკას, აღმოვაჩენთ რომ თამარი არ იყო განებივრებული ე.წ. ლაიქებით ანუ მოწონებებით, მოულოდნელად თებერვალსა და მარტში მის ფოტოებზე მოწონების აქტივობის რაოდენობა 40-ჯერ იზრდება, სწორედ ამ პერიოდში, ის იმატებს საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან პერსონებს, მათ შორის საქართველში აკრედიტებულ ელჩებსაც, თუმცა ისინი ვერ იხსენებენ, როდის დაამატეს თამარი ან როდის მიიღეს მისგან მეგობრობის მოწვევა, შესაბამისიად არც მას იცნობდნენ. რაც ლოგიკურ ეჭვს აჩენს, რომ თამარი სამსახურის მიღმა კიდევ ვიღაცისთვის მუშაობდა. ამ ეჭვს კიდევ უფრო ამყარებს წაშლილი პროფაილი ფეისბუქზე. იმისთვის რომ გამოძიბას წვდომა ჰქონდეს თამარის ტელეფონთან, კომპიუტერთან ან სოციალურ ქსელებთან - WhatsApp, Mail თუ სხვა უამრავ მასალასთან, მათ შორის ყველაზე მთავარ მყარ დისკთან თუ სხვადასხვა "ქეშ ფაილებთან", როგორც პროგრამისტი გვიხსნის თანმიმდევრული ცოდნაა საჭირო. ჩვენ ამერიკაში მცხოვრებ კიბერუსაფრთხოების სპეციალისტ, ხათუნა მშვიდობაძეს შევეხმიანეთ, რომელიც ამავდროულად "ჯორჯთაუნის" უნივერსიტეტის პროფესორია.
იმისთვის, რომ ჩვენ წვდომა გვქონდეს მის WhatsApp-თან ან მობილურსა თუ ლეპტოპთან საჭიროა გავიხსენოთ, თუნდაც ამერიკაში "სან ბერნარდინოს" გახმაურებული ტერაქტი. როცა FBI სწორედ იგივე პრობლემას შეეჩეხა, სადაც არათუ 10 ნიშნიანი კოდი, არამედ FBI-იმ ოთხნიშნიანი კოდის მოხსნაც ვერ შეძლო, რადგან ტერორისტების პაროლის კომბინაციისას დაიბლოკა ცხრა მცდელობისას ტელეფონი, Apple-მა კი FBI უარი უთხრა დახმარებაზე. Apple უარის შემდეგ FBI-ის ზუსტად 39 დღე დასჭირდა იმისთვის, რომ ამერიკაში არსებული ყველა უძლიერესი სპეციალისტი ჩაერთო პროცესში და მობილურში არსებულ ინფორმაციაზე წვდომა მოეპოვებინა. თუმცა, ამავდროულად, არ დაგავავიწყდეს, რომ თამუნა Apple-ის სისტემას იყენებდა.
არგუმენტი, რომ შესაძლოა ქართველმა სამართალდამცავებმა თამარის მონაცემებზე წვდომა ერთ დღეში შეძლეს, მოხსენეს ყველა ბლოკი, გახსნეს დამცავი სისტემა, მიიღეს წვდომა სოციალურ ქსელებსა თუ მყარ დისკზე უბრალოდ არასერიოზულია. სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის არსებობს ევროპის კონვენციის აქტი კიბერდანაშაულთან ბრძოლის წინააღმდეგ, რომლის წევრი საქართველოცაა, რაც თავის მხრივ ითვალიწინებს
საზოგადოებისთვის მნიშვნელოვან დანაშაულებზე ევროპელი და ამერიკელი პარტნიოერებისა და სპეციალისტების ჩართულობას, ანუ მარტივად რომ ვთქვათ, სახელმწიფოს ხვალვე შეუძლია საქმეში კონვენციის ხელმომწერი ქვეყნები ჩართოს, ისეთი როგორებიც დიდი ბრიტანეთი, სკოტლანდ იარდი და ამერიკის შეერთებული შტატებიდან FBI. რაც ამ წუთში საქმის გამჭვირვალობისთვის დიდ უპირატესობას შექმნიდა.
საზოგადოება ხელისუფლების მზაობას ბაჩალიაშვილის საქმის გამჭვირვალობასთან დაკავშირებით სამწუხაროდ ვერ ხედავს, რაში სჭირდება ოთხი კამერის გამოქვეყნებას 13 დღე კვლავ გაუგებარია ან რატომ გამოუცხადა ომი სახელმწიფომ არასამთავრობო ორგანიზაციის ექსპერტს და მას რუსეთიდან ლიცენზიის ხელახალი წარმოდგენა სთხოვა. რა შუაშია აქ რუსეთი?! თუკი გალინა კარმუშინა არის უკრაინელი, საქართველოს მოქალაქე, ცხოვრობდა და მოღვაწეობდა უკრაინაში სადაც მიიღო და დაიცვა ხარისხი, გახდა ექსპერტი. ალოგიკურია რატომ აგზავნის უკრაინელს, ქალაქი დონეცკიდან საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტრო ლიცენზიის წარმოსადგენად რუსეთში.
პირველად სამიზნეში უკრაინელი ექსპერტი მას შემდეგ მოხვდა, რაც მან "პოსტ ფაქტუმს" შაქარაშვილის საქმეზე ის ხუთი საეჭვო გარემოება დაუსახელა, რაზეც სამხარაულის ექსპერტიზას პასუხი არ ჰქონდა გაცემული. 5 ვე ასპექტი მეცნიერულად იყო გამყარებული და არგუმენტირებული, ეყრდნობოდა რა მხოლოდ სამხარაულის დასკვნას. სწორედ, ამის შემდეგ დაიწყო დაუფარავი სახელმწიფო ბრძოლა ექსპერტის წინააღმდეგ, რაც ბაჩალიაშვილის საქმით გაგრძელდა. დღეს "ემპათია" კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სადაც არ უნდა იყოს, ვინც არ უნდა იყოს და რომელ ქვეყანაშიც არ უნდაიყოს, ისინი საკუთარ სიტყვაზე პასუხს ყველგან - მხოლოდ არგუმენტებით აგებენ.
და ბოლოს, კითხვები სამართალდამცავებთან ოჯახს თავიდანვე გაუჩნდა, რატომ დაურეკა ბაჭულაშვილმა მამას და რატომ უთხრა, რომ მისი გოგო შარში იყო. ან რას ნიშნავდა მწყემსთან პოლიციელ აფციაურის გადაკვრით საუბარი, რომ შეშა ხომ ადგილზეა და ხო კარგად მიხედა. თამარ ბაჩალიაშვილის მამა თანახმაა, რომ იმისთვის რომ მისი ყველა ეჭვი გაიფანტოს ამოითონ მისი სატელეფონო ჩანაწერები ბაჭულაშვილთან და გაეცეს პასუხები უნცაურ დამთხევევბს. ბოლო ინფორმაციით კი რომელიც ადვოკატმა და ოჯახმა მოგვაწოდა, ბაჭულაშვილიცა და აფციაურიც სისტემამ მოულოდნელად პროცესებს ჩამოაშორა და დასასვენებლად შვებულებაში გაუშვა.
თუ თამარი მაწევნის გავლით გადადგილდება, მას აუცილებლად დააფიქსირებდა მაწევნის გასასვლელთან ფარცხისის გზაზე კამერა. აქ ორი გზაა, თუკი ის ფარცხისისკენ დაეშვებოდა მის მაქნანს კიდევ ორი კამერა დააფიქსირებდა, თუკი პირდაპირ წავიდოდა არა. მაგრამ თუ ორივე შემთხევავში ის სასტუმრო-რესტორანში მიდის მას იქ კამერები აუცილებლად დახვდებოდა.