სროლა ქუთაისის ცენტრში - "მთავარის" გადაცემა "პოსტ ფაქტუმის" გადამღები ჯგუფი, ჟურნალისტი თეა ადეიშვილი და ოპერატორი ტატო გურგენიძე ქუთაისში სიუჟეტის გადასაღებად იყვნენ წასული, როცა გელათის შესასვლელთან სროლას შეესწრნენ.
კადრები "პოსტ ფაქტუმში", გიორგი გაბუნიამ გაასაჯაროვა.
"მთავარი არხის" დამფუძნებელი ხომ ჩასვით ციხეში იარაღის უკანონო ტარება-შენახვის შეთითხნილი ბრალდებით? ახლა აგერ გიჩვენებთ რეალური დანაშაულის ფაქტს. გაშიფრეთ კადრები, რომელიც გაჩვენეთ - იქ საკმაოდ კარგად ჩანს მანქანების მოდელიც და ნომერიც. გამოიძიეთ, გაარკვიეთ და დამნაშავეები დასაჯეთ", - ამბობს გიორგი გაბუნია.