მოზარდ გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს პატიმრობა შეეფარდათ

გამოქვეყნდა:

13 წლის გოგოზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულ მამასა და მეზობელს ზუგდიდის საქალაქო სასამართლომ აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეუფარდა. სხდომა მედიისთვის დახურული იყო, რადგან საქმე არასრულწლოვანს ეხებოდა. 

უმძიმეს დანაშაულში ბრალდებული მამის ადვოკატი მისი დაცვის ქვეშ მყოფის აღკვეთის ღონისძიების გარეშე გათავისუფლებას ითხოვდა და აცხადებდა, რომ ბავშვის მამის წინააღმდეგ მტკიცებულება არ არსებობს. 

მეზობლის, 28 წლის კაცის ადვოკატმა კი მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის, 2 000 ლარიანი გირაოს შეფარდების შუამდგომლობა დააყენა.

მოსამართლემ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა და პროკურატურის მოთხოვნა გაიზიარა პატიმრობის შეფარდებაზე.

არცერთი დაკავებული ბრალს არ აღიარებს.

შეგახსენებთ, წალენჯიხის ერთ-ერთ სოფელში, მოზარდ გოგოზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით 9 მაისს მოზარდის 47 წლის მამა და 28 წლის მეზობელი დააკავეს.

გამოძიების ცნობით, მამა არასრულწლოვან შვილთან სქესობრივ კავშირს ამყარებდა და აშინებდა, რომ თუ ვინმეს ეტყოდა, მოკლავდა. შსს-ს ცნობით, ბავშვი მამის ძალადობას წლების განმავლობაში მალავდა. 

ორივე დაკავებულს 15-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება. მათ წინააღმდეგ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 137-ე მუხლის მეოთხე ნაწილის "გ" ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი