
საქალაქო სასამართლომ "მთავარი არხის" წამყვანი და ჟურნალისტი, ლაშა ნაკაიძე მის მიმართ წაყენებული ოთხი ბრალდებიდან ორში გაამართლა და ორში დამნაშავედ ცნო. ნაკაიძეს არ დაუდასტურდა მეგობარი ქალის გაუპატიურება და მისი პირადი ცხოვრების საიდუმლოს გავრცელება, თუმცა სასამართლომ ის ძალადობასა და მუქარაში დამნაშავედ ცნო და ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ლაშა ნაკაიძე უკვე 9 თვეა წინასწარ პატიმრობაში იმყოფება და, შესაბამისად, საპატიმროს 3 თვეში დატოვებს.