
3 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 2 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 4 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ ორი პაციენტიდან ერთი დადასტურებულ შემთხვევასთან კონტაქტია, მეორე პაციენტის კონტაქტების ძიება კი, წყაროს დადგენის მიზნით, ჯერ კიდევ გრძელდება.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა კი 18 მილიონს გადააჭარბა.