აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან კოვიდ 19-ით ინფიცირებული პაციენტი თბილისში გადმოიყვანეს

გამოქვეყნდა:

აფხაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან ზუგდიდის საავადმყოფოში 55 წლის ქალი გადმოიყვანეს, რომელსაც კოვიდ 19 ოკუპირებული რეგიონის საავადმყოფოში დაუდასტურდა. ერთკვირიანი მკურნალობის შემდეგ, მისი ზუგდიდის საავადმყოფოში გადმოყვანის გადაწყვეტილება იქნა მიღებული. 

აფხაზეთის ა/რ ჯანდაცვის სამინისტროს შუამდგომლობით კი, იგი, 2 აგვისტოს ღამეს თბილისში, რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. ამჟამად პაციენტის მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ქალი ეროვნებით აფხაზია და აფხაზეთში რუსეთის ტერიტორიიდან ჩავიდა.

შეგახსენებთ, რომ 1 აგვისტოს მონაცემებით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ 19-ით ინფიცირებულ 98 ადამიანს მკურნალობენ, სამი პაციენტი კი გარდაცვლილია.

ავტორი: ემა გოგოხია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი