
"ხვალ 4 საათზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და მოსამართლე დამენიშნა, როგორც ვიცი, რომეო ტყეშელაშვილი, რომელიც ბევრმა კარგად იცის, რომ ისიც კლანის წევრია", - წერს სოციალურ ქსელში მარტის აქციებზე დაკავებული აქტივისტი, თორნიკე აკოფაშვილი.
"ხვალ 4 საათზე მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართება და მოსამართლე დამენიშნა, როგორც ვიცი რომეო ტყეშელაშვილი, რომელიც ბევრმა კარგად იცის რომ ისიც კლანის წევრია. მნიშვნელოვანია ამ მოვლენებში ის რასაც აქამდე ვამბობდი, რომ სასამართლოს მხრიდან არანაირი იმედი არ მექნებოდა ამ მოსამართლის დანიშვნით დადასტურდა. გუშინ შეხვედრა იყო თავისუფლების ინსტიტუტის ინიციატივით, ნაფიცმსაჯულთა სისტემასთან დაკავშირებით სადაც მეც მიმიწვია მისმა დირექტორმა უკარგესმა ადამიანმა სალომე ხვადაგიანმა. მნიშვნელოვანი იყო პოლიტიკური პარტიების ჩართულობა ასევე არასამთავრობო ორგანიზაციების და სხვა ჯგუფებისაც... ასევე ბევრი სხვა ახალგაზრდული გაერთიანებებისგანაც მოდის მხარდაჭერა, ქართული ლეგიონის სადაც ამდენი ხნის განმავლობაში ვიყავი და სხვა ბევრი ადამიანებისგანაც და მორალურად დიდ შემართებას მიძლიერებს ეს ფაქტი. საქართველო აღარასდროს გახდება რუსეთის გუბერნია. საქართველო და ჩვენ ყოველთვის ვიბრძოლებთ სადაც არ უნდა ვიყოთ მისი მომავლისთვის" - წერს თორნიკე აკოფაშვილი
ცნობისთვის, აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება, სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი.