თბილისის საქალაქო სასამართლომ არასრულწლოვნებით ვაჭრობის ფაქტზე დაკავებულ 4 პირს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. სასამართლო პროცესი დახურული იყო.
საქმით ასევე დაინტერესდა სახალხო დამცველის აპარატი. მათი ინფორმაციით, მალე გამოიკითხებიან ის არასრულწლოვნები, რომლებიც რამდენიმე წლის განმავლობაში, ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდნენ.
გარდა ამისა, არ არის გამორიცხული, რომ ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.
შეგახსენებთ, რომ შსს-მ არასრულწლოვნით ვაჭრობის ფაქტზე ოთხი პირი დააკავა