ქალზე ადევნება და მუქარა - იმერეთში შსს-ს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა | "საფარი"

გამოქვეყნდა:

არასამთავრობო ორგანიზაციის "საფარი" ინფორმაციით, იმერეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელს ელექტრონული ზედამხედველობა დაუწესდა. როგორც ორგანიზაცია განმარტავს, ეს რეგიონში ელექტრონული სამაჯურის გამოყენების პირველი შემთხვევაა. 

მათივე ცნობით, საქმეზე გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს, მათ შორისაა, ადევნება და მუქარა.

"ქალმა, რომელიც შსს-ს მოქმედი თანამშრომელს არაერთ დანაშაულში ამხელს, “საფარს” 25 აპრილს მიმართა. მათ წლების განმავლობაში ჰქონდათ ურთიერთობა, თუმცა კაცის მხრიდან მუდმივი კონტროლისა და მუქარის გამო, ქალმა მასთან ურთიერთობა გაწყვიტა. ამის მიუხედავად, ბოლო 3-4 წლის განმავლობაში კაცი მუდმივად ცდილობდა ქალთან კომუნიკაციის შენარჩუნებას. თანდათან კაცის ქმედებები უფრო და უფრო ინტენსიური და ძალადობრივი გახდა: უთვალთვალებდა, ცდილობდა ქალისთვის არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას და ა.შ. საბოლოოდ, ქალმა კაცი ყველა სოციალურ ქსელში დაბლოკა, რამაც ის კიდევ უფრო აგრესიული გახადა," - წერს "საფარი". 

პოლიციამ კაცის მიმართ ელექტრონული ზედამხედველობა 8 მაისიდან დაიწყო. 10 მაისს სასამართლომ დაადასტურა ელექტრონული სამაჯურის გამოყენების აუცილებლობა და ზედამხედველობის მოქმედების ვადად შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადა - 1 თვე განსაზღვრა.

როგორც "საფარის" იურისტი, სალომე სალდაძე ამბობს, კაცი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ხვდებოდა მისი დაცვის ქვეშ მყოფს საცხოვრებელ სახლთან, ქუჩაში, აიძულებლდა მასთან საუბარს, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ა.შ. 

მისივე თქმით, კაცი ქალს აკითხავდა სამსახურში და იარაღის დემონსტრირებით მასზე ზეგავლენის მოხდენას ცდილობდა. 

ადვიოკატი განმარტავს, რომ ბრალდებული შსს-ს მოქმედი თანამშრომელია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი