თბილისის საქალაქო სასამართლოში, თორნიკე აკოფაშვილის საქმის განხილვა დასრულდა, მომდევნო პროცესი კი 26 ივნისს ჩაინიშნა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესზე დაცვის მხარემ შუამდგომლობით მიმართა მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილს მის აცილებასთან დაკავშირებით, რადგან ადვოკატები მიიჩნევენ, რომ მოსამართლე არ არის ობიექტური და მიუკერძოებელი.
"დღეს მოსამართლემ დაადასტურა, რომ არის კლანის წევრი და მასთან ერთად ვიქეიფებო კი არა, ჩემი თავი შემოევლოთო. აქედან გამომდინარე ჩვენ გვქონდა აქციების განცხადება წარდგენილი, მაგრამ უარი თქვა. იმედები იმაზე ცოტა რჩება, ვიდრე წარმოგვიდგენია", - ამბობს თორნიკე აკოფაშვილი.
ადვოკატები ასევე დარწმუნებულები არიან, რომ მოსამართლე პოლიტიკურ გადაწყვეტილებას მიიღებს და სწორედ იმ განაჩენს გამოიტანს, რასაც მმართველი პარტია ეტყვის.
"აცილების შუამდგომლობა სასამართლომ არ დააკმაყოფილა და მოსამართლემ განმარტა, რომ ეს არის უსაფუძვლო, რაც მართალი არ არის. ჩვენ ყველანაირი კანონის დაცვით მივუთითეთ ყველაფერი, თუმცა მაინც არ აიცილა აღნიშნული პროცესი. ძალიან რთულია, ვისაუბროთ შედეგებზე, რადგან არის პოლიტიკური პროცეს", - ამბობს ადვოკატი.
გარდა ამისა, სასამართლო სხდომაზე მოსამართლე აკოფაშვილის მეგობარი დარბაზიდან გააძევა და 100 ლარიანი ჯარიმა გამოუწერა, რადგან მან მოსამართლე ტყეშელაშვილი სიცრუეში ამხილა.
"დამაჯარიმეს იმისთვის, რომ ვთქვი ერთი რამ. იმ მომენტში, როდესაც პროკურორი ამბობს, რომ ეს ლახტი გადაარტყა პოლიციის თანამშრომელს და მოხვდა ყელის არეში ეს არის აბსურდი, რადგან არის ამის ვიდეო კადრები, რომ ლახტი, რომელიც თორნიკემ გადაარტყა ხვდება ფარს", - ამბობს თორნიკე აკოფაშვილის მეგობარი.
ცნობისთვის, მოსამართლე ტყეშელაშვილი ღია მხარდაჭერას უცადებს აშშ- მიერ სანქცირებულ მოსამართლეებს, მათ შორის ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძეს, სწორედ ამიტომ მან უარი განაცხადა აშშ-ში სასწავლებლად წასვლაზე
შეგახსენებთ, რომ აკოფაშვილს გამოძიება პოლიციელზე თავდასხმას ედავება (სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლი).