ორმხრივი სროლა იყო ცოტა ხნის წინ თბილისში, ზუბალაშვილების ქუჩაზე. "მთავარი არხის" ინფორმაციით, დაიჭრა ახალგაზრდა კაცი და ის კლინიკაშია გადაყვანილი.
ადგილზე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ, პერიმეტრი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული და პოლიციელები თვითმხილველებს კითხავენ.
რა გახდა დაპირისპირების მიზეზი, ამ დროისთვის უცნობია.
"მთავარი არხი" დეტალებს არკვევს.