სროლა თბილისის ცენტრში | ზუბალაშვილების ქუჩაზე 28 წლის თორნიკე გაბელაშვილი დაიჭრა - ახალი დეტალები

გამოქვეყნდა:

სროლა თბილისის ცენტრში. თორნიკე გაბელაშვილი მრავლობითი ჭრილობით კლინიკაშია გადაყვანილი. ახალგაზრდა მამაკაცს ცეცხლი საკუთარ სადარბაზოსთან გაუხსნეს. ზუბალაშვილების ქუჩაზე მომხდარ კრიმინალურ გარჩევას თვითმხილველები არ ჰყავს. ადგილობრივები სროლის ხმაზე გამოვიდნენ, თავდამსხმელმა შემთხვევის ადგილიდან მიმალვა შეძლო.

დამნაშავე ამ დრომდე დაკავებული არ არის. შეიარაღებული დაპირიპირების ადგილზე ექსპერტ კრიმინალისტები რამდენიმე საათია მუშაობენ, თუმცა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით 28 წლის თორნიკე გაბელაშვილს მისივე მეგობარმა ესროლა, თუმცა რა გახდა სისხლიანი დაპირიპირების მიზეზი უცნობია.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი