
ბათუმში, TBC ბანკის ცენტრალურ ფილიალში მომხდარ დაჭრაზე შსს-მ გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით დაიწყო. ბრალდებული პოლიციამ შემთხვევის ადგილზე დააკავა.
შემთხვევა დღეს შუადღეს მოხდა. დაჭრილია ბანკის თანამშრომელი, კრედიტ ოფიცერი, 31 წლის ახალგაზრდა კაცი, რომელსაც დაზიანებები ცივი იარაღით აქვს მიყენებული. კლინიკაში გადაყვანის შემდეგ, მას ოპერაცია ჩაუტარდა და ამჟამად მდგომარეობა მძიმეა.
რაც შეეხება მომხდარს. არაოფიციალური ინფორმაციით, სავარაუდო დამნაშავემ კრედიტ ოფიცერი ეჭვიანობის ნიადაგზე დაჭრა. ბანკის თანამშრომლები პოლიციამ გამოკითხვაზე გადაიყვანა.
ავტორი: თეა ვაშალომიძე