„ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერების დაკავება - სპეცოპერაციის დეტალები

გამოქვეყნდა:

„ისლამურ სახელმწიფოს“-თან  კავშირის ბრალდებით საქართველოს 6 მოქალაქეა დაკავებული. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით , ამ პიროვნებებს კავშირი ჰქონდათ "ისლამური სახელმწიფოს" ერთ-ერთ ლიდერთან, რომელთან ერთადაც სხვადასხვა ქვეყანაში ტერორისტულ აქტებს გეგმავდნენ. 

ერთ-ერთი დაკავებული რუსთავში ცხოვრობს. ის ეროვნებით აზერბაიჯანელია. "მთავარი არხი" მათ საცხოვრებელ ადგილას იმყოფებოდა. დაკავებულის ოჯახის წევრები კომენტარს არ აკეთებენ, ხოლო მეზობლები ამბობენ, რომ დაკავებულის ოჯახი დაახლოებით 2 წელია მათ კორპუსში ცხოვრობს. 

საქართველოს მოქალაქეების გარდა, დაკავებულია თურქეთის ერთი მოქალაქე, რომელიც ადვოკატის ცნობით, მიგრაციის დეპარტამენტშია მოთავსებული.

სპეცოპერაცია სუს-მა 4 სხვადასხვა ადგილას ჩაატარა. ბრალდებულები კი რუსთავში ორ სხვადასხვა ნაქირავებ ბინაში აიყვანეს. ისინი სამართალდამცველებს კარს არ უღებდნენ, რის გამოც საჭირო გახდა სახლში, ძალის გამოყენებით შესვლა. 

დაკავებულები სუს-ში არიან გადაყვანილი და ჯერჯერობით ოფიციალურად ბრალი არ წარდგენიათ. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი