მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსახორციელებელი ტეროტერორისტული აქტები, რომლებიც საქართველოში იგეგმებოდა. სახელმწიფო უსაფრთოების სამსახურის მასშტაბური სპეცოპერაცია და ისლამურ სახელმწიფოსთან კავშირის ბრალდებით დაკავებული 6 პირი.
ძალოვანების მოქმედების არეალი ქალაქი რუსთავი იყო, სადაც გამთენიისას 4 სხვადასხვა ადგილზე კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლები შევიდნენ. როგროც სუს-ი აცხადებს, ამოღებულია მნიშვნელოვანი მტკიცებულებები დაკავებულთა ტერორისტული აქტივობების შესახებ სხვადასხვა ქვეყნების ტერიტორიაზე და ამის შესახებ პარტნიორი სახელმწიფოები უკვე ინფორმირებული არიან.