დაკავებულია 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორი, დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება - კუპატაძე

გამოქვეყნდა:

შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, ნარკოდანაშაულის ფაქტებზე 20-ზე მეტი პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზატორები. კუპატაძემ განცხადება ფონიჭალაში მიმდინარე სპეცოპერაციის დროს გააკეთა.

მისი განცხადებით, ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები.

„მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს ღონისძიება, მათ შორის ფონიჭალის დასახლებაში. ამ ეტაპზე სასამართლოს განჩინების საფუძველზე 20-ზე მეტი ნარკორეალიზატორია დაკავებული, მათ შორის ფონიჭალაში 6 ნარკორეალიზატორი. სხვადასხვა დიდ ქალაქებში გრძელდება საპოლიციო ღონისძიება. დღის ბოლომდე დაკავებულების რაოდენობა გაიზრდება. ამოღებულია სხვადასხვა სახის დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებები. ამ ნარკორეალიზატორებთან გარკვეული პერიოდის მანძილზე მიმდინარეობდა მუშაობა, წინასწარ განხორციელდა არაერთი შესყიდვა, რომელიც აღბეჭდილია ვიდეო და აუდიო ფაილებში და დევს საქმეში“, - განაცხადა თეიმურაზ კუპატაძემ.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი