
თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმის არსებითი განხილვა დაიწყო. პროცესი ამ წუთებში მიმდინარეობს და მას გრიგორიადისიც ესწრება, რომელიც ჯერჯერობით დუმილის უფლებით სარგებლობს.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე მხარეები შესავალ სიტყვას წარმოთქვამენ.
მარტის აქციების მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს, მას სამართალდამცველებისთვის „მოლოტოვის კოქტეილის" სროლას, პოლიციელზე თავდასხმას, მისი ჯანმრთელობის ხელყოფას და სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან.
21 წლის ახალგაზრდა ხელისუფლების მხრიდან დისკრედიტაციის სამიზნე გახდა. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მას 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.