"ეგრევე თავდასხმაზე გადავიდა, სცემა გოგონა" - მაღაზიის ძარცვა ქუთაისში [VIDEO]

გამოქვეყნდა:

ნიღბიანი პირი, რომელიც ქუთაისში, თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე მაღაზიაში შეიჭრა და მუქარით თანხა წაიღო, სამართალდამცავებს ამ დრომდე არ დაუკავებიათ.

"მთავარმა არხმა" აღნიშნული მაღაზიის სათვალთვალო კამერის ჩანაწერებიც მოიპოვა, სადაც დამნაშავის სასურსათო დაწესებულებაში შესვლის ეპიზოდია დაფიქსირებული და ასევე ჩანს, როგორ უწევს კონსულტანტი თავდამსხმელს წინააღმდეგობას, რის გამოც თანამშრომელმა დაზიანებები მიიღო. 

ადგილზე სასწრაფო სამედიცინო დახმარება გამოიძახეს.

"როგორც ჩანაწერებში ვნახეთ, ნიღბიანი პიროვნება შემოვიდა, პირდაპირ სალაროსთან მივიდა. გოგონას ეგონა, რომ ეხუმრებოდა. ვერ წარმოიდგინა, თუ დღისით, მზისით, ასეთი რაღაცა მოხდებოდა. ეგრევე თავდასხმაზე გადავიდა, სცემა კიდეც გოგონა და ეს დაეტაკა პირდაპირ, წინააღმდეგობა გაუწია" - ამბობს ერთ-ერთ თვითმხილველი.

ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება. მომხდარზე გამოძიება ძარცვის მუხლით დაიწყო.

მთავარი 11:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი