კრიმინალით მოცული ყოფილი საპარლამენტო დედაქალაქი. ქუთაისის მერია დღეს თავდასხმის სამიზნე გახდა. პირმა, რომლიც ქალაქის ხელმძღვანელობას უყურადღებობაში ადანაშაულებს, მუნიციპალიტეტის შენობის მინები ჩაამსხვრია.
ეს არ იყო დღეს ერთადერთი ინციდენტი, სადაც სამართალდამცველების მობილიზება გახდა საჭირო, მალევე საპატრულო პოლიცია სასურსათო მაღაზიასთან გამოიძახეს, სადაც ასევე უცნობი პირი საავაჭრო ობიექტში შეიჭრა და მუქარით თანხა წაიღო.
ორი კრიმინალური შემთხვევიდან პოლიციამ მხოლოდ სახელმწიფო დაწესებულებაზე თავდამსხმელი დააკავა, რომელსაც ინციდენტის ადგილიდან გაქცევაც არ უცდია.