შსს-ს ცნობით, ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე 16 პირი დააკავეს

გამოქვეყნდა:

შსს-ს ცნობით, ყვარლის ტბის სასტუმროს ტერიტორიაზე მიმდინარე აქციაზე 16 პირია დაკავებული. როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს უწყების პრესსამსახურში განუცხადეს, ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითაა დაკავებული.

შეგახსენებთ, ყვარელში, ლავროვის სანქცირებული ოჯახის წევრების ყოფნას აპროტესტებენ. დღეს იქ მისი შვილის მაზლის ქორწილია დაგეგმილი. კახეთში იმყოფება რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სანქცირებული შვილი ეკატერინა ლავროვა და მისი ქმარი. 

დილიდან ადგილზე დაპირისპირებაა. მობილიზებულია სპეცრაზმიც.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი