
ავჭალაში, წინასწარი დაკავების იზოლატორში ელენე ხოშტარიასთან სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ადვოკატი შევიდნენ. უფლებადამცველის თქმით, მისთვის უცნობია რა ბრალდებით დააკავეს ხოშტარია.
"დროას" ლიდერი თბილისში თელავიდან გადმოიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია სამართალდამცავებმა თელავში იმ დროს დააკავეს, როდესაც დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.