რომელი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს იქნება წვრილმანი ხულიგნობა, ასევე პოლიციელის დაუმორჩილებლობა - ხოშტარიას ადვოკატი

გამოქვეყნდა:

"დროას" ლიდერის ადვოკატის, თეონა კილაძის თქმით, სამართალდამცავებმა ელენე ხოშტარიას არ მისცეს დარეკვისა და ადვოკატთან დროულად შეხვედრის საშუალება.

მისი თქმით ჯერჯერობით უცნობია, თუ რა მუხლითაა დაკავებულია ელენე ხოშტარია. 

"სამართალდარღვევის ოქმი და დაკავების მასალები არ გადასცემია. კონკრეტულად რომელი ადმინისტრაციული მუხლით არის დაკავებული უცნობია, თუმცა სავარაუდოდ ეს იქნება წვრილმანი ხულიგნობა, ასევე პოლიციელის დაუმორჩილებლობა...ელენე ხოშტარიას არ მისცეს დარეკვის საშუალება, არ მისცეს ადვოკატთან დროულად შეხვედრის საშუალება. ის ისე გადმოიყვანეს თელავიდან თბილისში, რომ არ მისცემია საშუალება, შეხვედროდა ადვოკატს და დაერეკა ტელეფონზე" - ამბობს ადვოკატი იზოლატორიდან გამოსვლის შემდეგ, სადაც ის ელენე ხოშტარიას შეხვდა.

 შეგახსენებთ, რომ ელენე ხოშტარია სამართალდამცავებმა თელავში იმ დროს დააკავეს, როდესაც დაკავებული აქტივისტებისთვის ადვოკატის უფლებას ითხოვდა.   

იხილეთ ასევე:

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი