ლონდონის ბაღში დაჭრილი საბა გაბედავა ალადაშვილის კლინიკის რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე  იმყოფება. 18 წლის ბიჭს ცივი იარაღით ჭრილობები წელისა და მუცლის არეში აქვს მიყენებული, მისი მდგომარეობა მძიმეა. 

კლინიკაშია მოთავსებულია გაბედავას მეგობარი ნიკა ჩაჩუაც, ის სასტიკად არის ნაცემი. სამართალდამცველებმა  ერთი პირი დააკავეს, თუმცა ბაჩანა ციცქიშვილის ადვოკატი ამტკიცებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი უდანაშაულოა და აღიარებითი ჩვენება ფსიქოლოგიური ზეწოლის შემდეგ დააწერინეს.

აღებულია ნაცხები, რომ ჩატარდეს დე-ენ-ემ-ის ანალიზი და აგრეთვე, ტანსაცმელები, რომლითაც უნდა დადასტურდეს, არის თუ არა სხვა ადამიანის სისხლი. თვითონ იმ ტერიტორიაზე, რაც მე ინფორმაცია მაქვს, ნაცემი იყო რა, {ამ ბიჭების მხრიდან?}, ამას ამ წუთას ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ნელნელა გავარკვევთ, - ამბობს ადვოკატი ცოტნე ჭკადუა. 

გამოძიება 2 ან მეტი პირის დაჭრის მუხლით მიმდინარეობს, რაც 13  წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

ინციდენტი გუშინ, 3 აგვისტოს, ლონდონის ბაღში მოხდა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, 18 წლის ახალგაზრდები - საბა გაბედავა და ნიკა ჩაჩუა მეგობრები არიან. ისინი დაბადების დღიდან ბრუნდებოდნენ, რა დროსაც მათივე კლასელები შეხვდნენ. არსებული ინფორმაციით,  კონფლიქტი სწორედ მათთან მოუვიდათ, თუმცა რა გახდა მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი