
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, ნიღბიანი პირი მაღაზიაში შეიჭრა და თანხის წაღება სცადა. "მთავარი არხის" ინფორმაციით, მან სალაროდან თანხის წაღება ვერ მოახერხა. შემთხვევა დღეს დღისით მოხდა.
ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ. დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა თავდამსხმელი მომხდარიდან მალევე დააკავეს.
ავტორი: თეა ვაშალომიძე