ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში ელგუჯა ბაგრატიონის საქმეზე სასამართლო განხილვა გრძელდება. "ნაციონალური მოძრაობის" აჭარის უზენაესი საბჭოს დეპუტატს პროკურატურა განზრახ სხვისი ნივთის დაზიანებას ედავება.
საუბარია ერთ-ერთი აქციის დროს ბიძინა ივანიშვილის შეკვეთილის რეზიდენციის ეზოში ვიდეოთვალის დაზიანებაზე. გამოძიების მტკიცებით, დეპუტატის ქმედებით ივანიშვილმა 600 ლარით იზარალა, რის გამოც მის ციხეში 1 წლით გაშვებას ითხოვენ.