
4 აგვისტოს საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 3 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 3 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ამის შესახებ ინფორმაციას stopcov.ge ავრცელებს.
ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას თქმით, ამ სამი შემთხვევიდან ორი შემოტანილი შემთხვევაა, მათ შორის, ერთი სატვირთო ავტომობილის მძღოლი. მესამე შემთხვევის წყაროს გამოვლენის მიზნით კი მისი კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს.
ბოლო მონაცემებით საქართველოში:
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პირველი დადასტურებული შემთხვევა საქართველოში 26 თებერვალს გამოვლინდა.
მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელმა კი 18 მილიონს გადააჭარბა.