"ეჭვი მაქვს, რომ მოსამართლე თვითონ არ წყვეტს ამას" | საქალაქოში ნატა ფერაძის პროცესი დასრულდა, განაჩენი 30 მაისს გამოცხადდება

გამოქვეყნდა:

თბილისის საქალაქო სასამართლოში ნატა ფერაძის პროცესი დასრულდა. მოსამართლე გადაწყვეტილებას 30 მაისს, 11:00 საათზე გამოაცხადებს. შინაგან საქმეთა სამინისტრო ნატა ფერაძეს ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობას ითხოვს. სამოქალაქო აქტივისტის დაცვის მხარე ამბობს, რომ ნატა ფერაძის მხრიდან სამართალდარღვევა არ მტკიცდება. თავად ფერაძე კი ფიქრობს, რომ სასამართლო მაინც იმ გადაწყვეტილებას მიიღებს, რომელიც მას აწყობს. 

"მოლოდინი, რა თქმა უნდა, მაქვს, რომ ჯარიმას აუცილებლად გამომართმევს, რადგან მე სამწუხარო ეჭვი მაქვს, რომ მოსამართლე თვითონ არ წყვეტს ამას, იმიტომ რომ შეეძლო ახლავე გამოეტანა განაჩენი," - თქვა ფერაძემ.

შეგახსენებთ, რომ ნატა ფერაძე რუსეთიდან პირდაპირი ფრენების აღდგენის წინააღმდეგ გამართულ აქციაზე 19 მაისს დააკავეს. მასთან  ერთად თბილისის საერთაშორისო აეროპორტთან საპროტესტო აქციაზე 6 პირი დააკავეს. რომლებიც ასევე პროცესის მოლოდინშ არიან.  ექვსივე მათგანს  ბრალად ედება ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, წვრილმანი ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობა.

ავტორი: ნათია ტრაპაიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი