ჩაცხრილული ნათლული, სავარაუდოდ, 400-ლარიანი ვალის გამო - 42 წლის წლის მამაკაცს ოჯახის ახლობელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან თავში და გულის არეში 6-ჯერ ესროლა. ცეცხლნასროლი დაზიანებების გამო 42 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა.
კახა გაბრიელაშვილი საკუთარმა ნათლიამ მოკლა. ახლობლების ინფორმაციით, თავდამსხმელმა გაბრიელაშვილს სამუშაო ადგილზე მიაკითხა, გარეთ გამოიყვანა და ესროლა.
დანაშაულის სავარაუდო მოტივზე გაბრიელაშვილის ახლობლები მოგვიანებით ალაპარაკდნენ. მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ მკვლელი პოლიციას თავად ჩაბარდა. როგორც გაირკვა, 82 წლის ლერი ლომაშვილს 42 წლის ნათლულთან უთანხმოება ძველი ვალის გამო ჰქონდათ.
ნათლია ნათლულს შორის დაპირისპირების სერიოზულ მოტივს ორხევის დასახლებაში მცხოვრებნიც იკვლევენ. თვლიან, რომ ამ თანხის გარდა, დაპირისპირებას სხვა მიზეზიც ექნებოდა.
მკვლელობის მოტივის დასადგენად პოლიციაც მუშაობს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მომხდართან დაკავშირებით გამოძიებას იარაღის უკანონო შეძენა შენახვისა და განზრახ მკვლელობის მუხლებით აწარმოებს.