ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულ ტაილანდელ მამაკაცს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება. პოლიცია მას სამი თანამემამულე ახალგაზრდა ქალის იძულებით პროსტიტუციაში ჩაბმაში ადანაშულებს.
საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ ტაილანდელი გოგონები საქართველოში, ბათუმში დასაქმების პერსპექტივით ჩამოვიდნენ, თუმცა საბოლოოდ ზესტაფონში, ერთ-ერთ ბინაში აღმოჩნდნენ გამოკეტილი. აღიარებს თუ არა ბრალდებული დანაშაულს, უცნობია, ვინაიდან ზესტაფონის სასამართლომ სხდომა დახურა და მედიას დასწრება აუკრძალა.