"იუვენტუსის" აკადემია წალენჯიხაში | მამუკა ხაზარაძის ინიციატივა და ახალი შესაძლებლობა ბავშვებს

გამოქვეყნდა:

ქართული ფეხბურთის კიდევ ერთი ახალი კერა. ხვიჩა კვარაცხელიას წარმატებამ წალენჯიხაში ისედაც ყველაზე პოპულარული სპორტი კიდევ უფრო მიმზიდველ ოცნებად აქცია და ახლა ქართული ბიზნესი მოზარდებს ამ ოცნების ასრულების შესაძლებლობას აძლევს.

იუვენტუსის საფეხბურთო აკადემია ამ პატარა ქალაქში რეალობად იქცა. ბავშვების შერჩევა გრძელდება და აკადემიის დამფუძნებლები და მესვეურები პატარა სპორტსმენებს მსოფლიო საფეხბურთო ასპარეზისკენ გზის გახსნას ჰპირდებიან.

"ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია. 

"განსაკუთრებით ამ რეგიონში, წალენჯიხაში, რომელიც სულ რაღაც 10-15 კილომეტრით არის დაშორებული საოკუპაციო ხაზთან. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვების სახეებს, იმიტომ რომ მათ გაეხსნათ დღეს, შეიძლება თამამად ითქვას, წალენჯიხაში მათ გაეხსნათ ევროპის ძალიან დიდი და მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილი", - თქვა ხაზარაძემ. 

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი