წალენჯიხაში "იუვენტუსის" საფეხბურთო აკადემია საზეიმოდ გაიხსნა. "ლელოს" ლიდერის, მამუკა ხაზარაძის განცხადებით, ეს იმის მაჩვენებელია, რომ მონდომების შემთხვევაში ყველაფერი შესაძლებელია.
"განსაკუთრებით ამ რეგიონში, წალენჯიხაში, რომელიც სულ რაღაც 10-15 კილომეტრით არის დაშორებული საოკუპაციო ხაზთან. ჩემთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ამ ბავშვების სახეებს, იმიტომ რომ მათ გაეხსნათ დღეს, შეიძლება თამამად ითქვას, წალენჯიხაში მათ გაეხსნათ ევროპის ძალიან დიდი და მსოფლიოს ძალიან დიდი ნაწილი", - თქვა ხაზარაძემ.
როგორც ცნობილია, ეს იქნება მაღალი დონის საფეხბურთო აკადემია, რომელიც მოიცავს სავარჯიშო სივრცეებს, დამხმარე სტადიონებს, საშხაპეებს, საცურაო აუზსა და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურას.