ქვემო ქართლში შუახნის მამაკაცი მოკლეს, - მკვლელობა გუშინ, 21 მაისს მოხდა. არსებული ინფორმაციით,
თბილისიდან ტაქსის მძღოლი გაიტაცეს, მოკლეს და ცხედარი კი მინდორში დამარხეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაკავებული ორი პირი, მათგან ერთ-ერთო არასრულწლოვანია .
როგორც "მთავარი არხის" ვებგვერდს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.