მკვლელობა მარნეულში - ტაქსის მძღოლი ჯერ თბილისიდან გაიტაცეს, შემდეგ კი მოკლეს. მოკლულია 53 წლის შოთა ლორია, რომელიც ორმა პირმა მოკლა.
არსებული ინფორმაციით, ტაქსის მძღოლი, მდინარე ხრამის სანაპიროზე მიიყვანეს, მოკლეს და სანაპოროზე დამარხეს.
გავრცელებული ინფორმაციით, მოკლულ კაცს ორი დღის განმავლობაში ეძებდნენ.
პოლიციამ ორივე ბრალდებული უკვე დააკავა. მათ შორის ერთ-ერთი, არასრულწლოვანია.
შსს-მ გამოძიება სსკ-ის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც დამამძიმებელ გარემოებაში განზრახ მკვლელობას გულისხმობს და სასჯელის სახით 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.