
ადვოკატები მიხეილ რამიშვილი, მაია ზოიძე და გიორგი ფანცულაია, რომლებზეც ე.წ სუსის კრებსების მიხედვით, ფარული მიყურადება ხორციელდებოდა, მოსმენების საქმის მასალებზე წვდომას ითხოვენ.
მიუხედავად იმისა, რომ მათ დაზარებულის სტატუსი პროკურატურამ მიანიჭა, ადვოკატებს საქმის მასალების გაცნობის საშუალება მხოლოდ პროკურატურაში აქვთ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ საქმე საკმაოდ მოცულობითია, უფლებადამცველები მასალების შესწავლას მხოლოდ პროკურატურაში ვერ ახერხებენ და ამიტომ საქმეზე შეუზღუდავ წვდომას ითხოვენ.
ადვოკატები ასევე შესაბამის უწყებებს საქმის ობიექტური გამოძიებისკენ მოუწოდებენ.
"დაზარალებულს უფლება აქვს, მიეწოდოს სისხლის სამართლის საქმის მასალები. სამწუხაროდ, ჩვენ მოკლებული ვართ ამ შესაძლებლობას, პროკურატურა საშუალებას გვაძლევს ადგილზე გავეცნოთ ამხელა მასალას, მაგრამ უარს გვეუბნება თვითონ მასალების გადმოცემასთან დაკავშირებით. კონკრეტული პირების პასუხისმგებლობის საკითხი, როგორც ჩემთვის ცნობილია, დღემდე არაა გამოკვეთილი", - თქვა დიმიტრი ნოზაძემ.